კრისტიან ერიქსენი “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი მილანის “ინტერს” სულ ურო უახლოვდება.
იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუშინ იტალიური კლუბის დირექტორი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. ივნისში ერიქსენს “დეზებთან” კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. “ინტერი” ცდილობს, რომ ფეხბურთელის სხვა მსურველ კლუბებს დაასწროს და დანიელთან წინასწარი შეთანხმება გააფორმოს. ამისთვის იტალიელებმა ერიქსენს საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
იტალიელი ჟურნალისტების ინფრომაციით, კრისტიან ერიქსენით ბევრი გუნდია დაინტერესებული და მათ შორის ყველაზე აქტიური “ინტერი” გახლავთ.
უახლოეს დღეებში ფეხბურთელი თავის აგენტს შეხვდება და მომავალთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. არც ის არის გამორიცხული, რომ “ნერიაძურიმ” ერიქსენი იანვარშივე შეიძინოს.