კრისტიან ერიქსენი: “ინტერში” გადმოსვლისას სხვა რამეზე ვოცნებობდი”
მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გუნდში მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და “ნერაძურიდან” აბარგება არ გამორიცხა.
“ეს ის არ არის, რაზეც ვოცნებობდი. ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა, მაქსიმალურად ხშირად ითამაშოს, თუმცა შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს. უცნაური სიტუაცია შეიქმნა: ფანებს სურთ, რომ უფრო ხშირად ვითამაშო, ეს სურვილი მეც მაქვს, მაგრამ მწვრთნელს სხვა მოსაზრებები გააჩნია და მე, როგორც მოთამაშემ, ამას პატივი უნდა ვცე.
ახლა “ინტერს” კარგი დროება არ უდგას, მაგრამ გასულ სეზონში გუნდმა უჩემოდაც ბევრი მატჩი დაასრულა გამარჯვებით. მხოლოდ ჩემს თამაშზე ვარ ფოკუსირებული. გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და ვნახოთ, რაიმე თუ შეიცვლება”,
კრისტიან ერიქსენმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ხუთი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.