კრისტიან ერიქსენი “მილანსაც” მოუნდა
მილანის “ინტერის” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს, სავარაუდოდ, გამოიცვლის. 28 წლის დანიელი ფეხბურთელით არაერთი კლუბია დაინტერესებული, “კორიერე დელო სპორტი” კი წერს, რომ ერიქსენისთვის ნადირობაში “მილანიც” ერთვება.
დანიელი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე მეტად მოწადინებულნი მიუნხენის “ბაიერნი”, “პარი სენ-ჟერმენი” და ლონდონის “არსენალი” არიან, “ინტერი” კი ფინანსური კუთხით ყველაზე ხელსაყრელ წინადადებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.
კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.