კრისტიან ერიქსენის კომენტარი “აიაქსთან” გამარჯვების შემდეგ
“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა “აიაქსთან” მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ორი მატჩის ჯამში (3:3) ჩემპიონთა ლიგის საგზური “ტოტენჰემმა” მოიპოვა. ლონდონელები ფინალში “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან.
“საოცარი მატჩი იყო, დიდი სხვაობით ვმარცხდებოდით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენ გაგვიმართლა. “აიაქსის” გამო, ვწუხვარ. ამსტერდამელებმა ჩვენ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. დღეს ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათ უკეთესად ითამაშეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ოცნების ასრულებაა.
ვგრძნობდით, რომ თუ სამი ან ოთხბურთიანი სხვაობით დავმარცხდებოდით, სარკეში ჩახედვისაც კი შეგვრცხვებოდა. უნდა გვებრძოლა. ლუკას მოურამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, სწორედ მან მოგვაგებინა შეხვედრა. იმედი მაქვს, მას ინგლისში ძეგლს დაუდგამენ”, – ციტირებს ერიქსენის სიტყვებს “ბიბისი”.