კრისტიანო ბერგოდი: “რთულ თამაშს ველი”
“კრაიოვას” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიანო ბერგოდიმ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, კარგ გუნდს ვეთამაშებით. გვინდა, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, მაგრამ ვიცით, რომ “ლოკომოტივს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვიცით, რომ “ლოკომოტივი” ქართველი ფეხბურთელებისგანაა დაკომპლექტებული. რთულ თამაშს ველი.
გვყავს ერთი-ორი ტრავმირებული ფეხბურთელი, თუმცა გუნდის ბირთვი ჯანმრთელადაა. შესაბამისად, ჯანმრთელობის კუთხით, ბევრი პრობლემა არ გვაქვს.
საკმარისი დრო მქონდა, რომ “ლოკომოტივის” 5-6 შეხვედრა მენახა. ვნახე, რომ “ლოკომოტივის” მწვრთნელმა ერთ მატჩში სისტემა ოთხჯერ შეცვალა”, – განაცხადა ბერგოდიმ.
შეგახსენებთ, რომ “ლოკომოტივი”-“კრაიოვას” დაპირისპირება 27 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.