კრისტოფ დიუგარი: “ბარსელონა” კლოუნების კლუბია”
ესპანეთის კოპა დელ რეის მეოთხედფინალური ეტაპიდან გავარდნის (1:0 “ატლეტიკთან”) შემდეგ საფეხბურთო სამყარომ კატალონიის “ბარსელონა” კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. “ბლაუგრანას” მმართველების მიმართ კრიტიკა არც საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, კრისტოფ დიუგარმა, დაიშურა.
“ბარსელონა” კლოუნების კლუბია. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ყიდულობენ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც კოუტინიო და დემბელე არიან, შემდეგ კი ყიდიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლუბს კონკრეტული გეგმა, პროექტი არ გააჩნია.
ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე პრობლემებს აწყდებიან. ჩავისა და ინიესტას წასვლის შემდეგ, კლუბი გაუაზრებელ ტრანსფერებს ახორციელებს, თანაც ძალიან ბევრს ხარჯავენ.
საბოლოოდ კი ძალიან ცუდ სურათს ვიღებთ – კლუბში ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც ელეგანტურობისა და კლასის არაფერიაცხიათ. ამ კლუბს კლასი ნამდვილად აკლია,” – აცხადებს დიუგარი.