კროოსი: “არ ვიცი, ვურჩევდი თუ არა მოქმედ ფეხბურთელს იმის აღიარებას, რომ გეია”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა სექსუალურ უმცირესობაზე კომენტარი გააკეთა. გერმანელი ამბობს, რომ მოქმედი ფეხბურთელის მიერ იმის აღიარებას, რომ გეია, ბევრი უარყოფითი ფაქტორი აქვს.
“ყველამ თავისუფლად უნდა იცხოვრობს, ამაზე არავინ კამათობს. თუმცა, არ ვიცი, ვურჩევდი თუ არა მოქმედ ფეხბურთელს იმის აღიარებას, რომ გეია. მატჩის მიმდიანრეობისას მოთამაშეები ერთმანეთის გასაღიზიანებლად კონკრეტულ სიტყვებს იყენებენ, ამიტომ ვერავის მივცემ იმის გარანტიას, რომ გეის შეურაცხყოფას არ მიაყენებენ.
დარწმუნებული ვარ, ვინც ორიენტაციაზე განცხადებას ღიად გააკეთებს, მას მხარს ბევრი დაუჭერს, თუმცა მეტოქის მოედანზე მას გააღიზიანებენ. ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დღესაც კი, მსგავს აღიარებას უფრო მეტი მინუსი აქვს”, – უთხრა კროოსმა GQ-ს.