კროოსი: “ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია”
ხვალ გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ გერმანელების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთმანეთს აღნიშნული ორი ქვეყნის ჩემპიონატები შეადარა.
“საფრანგეთის ლიგა სულაც არაა ცუდი, თუმცა დასაწყისშივე ცნობილია, ვინ მოიგებს მას. წახვალ თუ არა “პსჟ”-ში, შენ ზუსტად იცი, ვინ იქნება ბოლოს გამარჯვებული. ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია. ჩემი აზრით, იქ წასვლა ფეხბურთელს უნდა სურდეს. თუ ერთის არჩევა მოუწევს ვინმეს, მე ბუნდესლიგას ვურჩევ,” – აცხადებს ტონი.