კროოსი: „კლინსმანმა არაფერი მასწავლა“
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მიუნხენის „ბაიერნში“ იურგენ კლინსმანის ყოფნის პერიოდი გაიხსენა და სპეციალსიტი გააკრიტიკა.
„ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში მისი ყოფნის პერიოდში, პირადად მე, ხელიდან ყველაფერი გავუშვი. ნაკლებად მესმოდა, როგორ მეთამაშა ფეხბურთი, ასევე სრულყოფილი კონტაქტი და წარმატება მაკლდა“, – განაცხადა კროოსმა გერმანულ „ZEIT“-თან ინტერვიუში.