კროოსი: “ოთხი ნახევარმცველით თამაშმა დიდი კომფორტი შეგვიქმნა”
“ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შესანიშნავი ანგარიში დავაფიქსირეთ. ეს იმაზე უკეთესია, რასაც მატჩამდე მოველოდით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი დაპირისპირება იყო. ჯერ არაფერი დასრულებულა. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ტაქტიკურადაც სწორად ვითამაშეთ და ასევე, ნახევარდაცვაში დმატებითი ფეხბურთელი გვყავდა. ჩვეულებრივ, სამი ნახევარცმველით ვთამაშობთ ხოლმე, თუმცა დღეს მოედანზე ოთხნი ვიყავით. სწორედ ეს დაგვეხმარა იმაში, რომ თამაში გვეკონტროლებინა.”
“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩვენი თანაგუნდელია. შენ შეგიძლია დაიცვა თავი, იყო კარგი ნახევარდაცვაში, თუმცა, ასევე, გჭირდება, გუნდმა გოლები გაიტანოს. ამ მოვალეობის დიდ ნაწილს სწორედ პორტუგალიელი ასრულებს. ამას ყოველთვის აკეთებს!” – განაცხადა გერმანელმა.