კროოსი: “პსჟ”-სთან წარსულის გამოცდილება და ამჟამინდელი ძალა დაგვეხმარება!”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში 14 თებერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენს მიმართ იგივე შეკითხვები და ეჭვებია, რაც შარშან იყო. წინა წელსაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვიყავით და ბევრს არ სჯეროდა, იმავეს ზედიზედ მეორედ მოვახერხებდით. ეს ძალიან რთულია. კარგად მახსოვს ურთულესი დაპირისპირებები მიუნხენის “ბაიერნთან”, მადრიდის “ატლეტიკოსთან” და ტურინის “იუვენტუსთან”. ეს არ იყო ადვილი და ვფიქრობ.
“ახლა, წარსულის გამოცდილებიდან და ამჟამინდელი ძალიდან გამომდინარე, მატჩებს ოპტიმისტურად ვხვდებით. ეს არ იქნება იოლი, რადგან “პსჟ” მშვენიერი გუნდია. თუმცა, ჩვენც არ ვართ ნაკლები. ერთი სული მაქვს, როდის მოვა დაპირისპირების დრო. ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოთხ შესანიშნავ მცველს, სამ გამორჩეულ ნახევარმცველსა და სამ საოცარ თავდამსმხელს. ამით ყველაფერი ნათქვამია. ისინი ერთიანნი არიან, კარგად ითვისებენ სივრცეებს და სწრაფად უტევენ. მთავარია, ჩვენი თავის და მოთამაშეების ვირწმუნოთ. ეს უმთავრეის რამაა,” – აცხადებს კროოსი.