კროოსი: “როცა იოზილი გავაკრიტიკე, ბევრმა ფაშისტი მიწოდა”
მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მესუთ იოზილის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფაშისტს უწოდებდნენ.
როგორც იცით, 2018 წელს მესუთ იოზილმა და ილქაი გიუნდოგანმა გერმანიის ნაკრები დატოვეს. მოგვიანებით, იოზილმა ყოფილი თანაგუნდელები და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია რასიზმსა და უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
“2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მე ვთქვი, რომ არ მომეწონა, როგორ დაასრულა სანაკრებო კარიერა მესუთ იოზილმა. ამის გამო, ბევრმა ადამიანმა ფაშისტი მიწოდა. ქერა თმა, ლურჯი თვალები – ეს უკვე ბევრისათვის საკმარისი იყო. ნებისმიერს შეუძლია შექმნას ყალბი პროფილი სოციალურ ქსელში და მისი საშუალებით სხვას შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიაყენოს”, – ციტირებს კროოსის სიტყვებს “მარკა”.