კროოსი: “ვგრძნობდი, რომ გერმანიის ნაკრების გავარდნა ბევრ ადამიანს გაუხარდებოდა”

თარიღი: ივნისი 24, 2018

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა შვედეთთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კროოსის თქმით, ის გრძნობდა, რომ გერმანელთა ჯგუფში ჩარჩენა ბევრს გაუხარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ შვედეთი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი 95-ე წუთზე ტონი კროოსმა გაიტანა.

“შვედეთის ნაკრებმა გოლი ჩემი შეცდომის გამო გაიტანა, თუმცა ბოლოს, შეცდომა გამოვასწორე. ვგრძნობდი, რომ გერმანიის ნაკრების მუნდიალიდან გავარდნა ბევრ ადამიანს გაუხარდებოდა, მაგრამ ისინი სახლში ადვილად ვერ გაგვიშვებენ”, – ციტირებს კროოსის სიტყვებს “მარკა”.

მსგავსი სიახლეები