კროოსი: “ზიდანის საწვრთნელი მეთოდები გერმანულ სტილს ჰგავს”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა თავის დამრიგებელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
“წინასასეზონო სამზადისია და უკვე ძალიან დიდი დატვირთვა გვაქვს. ეს ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელსაც სურს, რომ, რაც შეიძლება, მალე საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვიყოთ. ზიდანს ბევრ რამეში გერმანული საწვრთნელი სტილი აქვს. მას სურს ძალიან დიდი მუშაობის გაწევა ვარჯიშზე, რათა შემდეგ, კონკრეტულ შეხვედრაში ნაშრომი სათანადოდ წარმოაჩინოს.”
“მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის ასეთი სამზადისი გვაქვს. პირადად მე თავს უკეთესად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მატჩებს. მალე MLS-ის ვარსკვლავებს ვეთამაშებით. ეს არის ჩემპიონატი სადაც კარგი გუნდები და ფეხბურთელები გამოდიან. ის არ არის ლა ლიგის ან ბუნდესლიგის დონეზე, თუმცა, მთავარია, რომ ვითარდება,” – აცხადებს გერმანელი ნახევარმცველი.