კროოსი: “ზიდანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მენდოს”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, ზიდანმა ჩემი თავის რწმენა მომცა. თავდაჯერებულობა ძალიან მეხმარება ყველა წამს. იმ ორი წლის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც ერთად ვიმუშავეთ, მან, ფაქტობრივად, ყველა თამაშში გამომიყენა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვან შეხვედრებში დიდი მისიები მქონდა. ვფიქრობ, მათ კარგად გავართვი თავი. ახლა კი, ზინედინმა იცის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი ნდობა.”
“ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვგონებ, ეს ნებისმიერი სპორტსმენისა თუ ხელმძღვანელისთვის აუცილებელია.”
ტონის გერმანიის ნაკრებზეც ჰკითხეს.
“გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოვიგოთ. ვიცი, რომ ნაკრებისთვისაც ჩემი თამაში ბევრს ნიშნავს, ამიტომ დიდი მონდომებით ვემზადები. მინდა, კარგი სეზონი მქონდეს, იმის მიუხედავად, მივაღწევთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მიზანი ისაა, რომ მუნდიალისთვის ფიზიკურად მზად ვიყო,” – ამბობს კროოსი.