კრუიფი: “ბარსელონამ” “რეალს” აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად”
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი თვლის, რომ მადრიდის “რეალმა” წლევანდელი სეზონი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ჩააგდო. ჰოლანდიელის აზრით, კატალონიურმა გუნდმა მის უშუალო კონკურენტს აჩვენა, თუ როგორ უნდა იმუშაო სწორად.
“რეალმა” ის მოთამაშეები არ დაიმატა, რომლებიც სინამდვილეში სჭირდებოდა. მე ასე ვფიქრობ. სისტემამ ისე ვერ იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ტრანსფერებზე ვსაუბრობ.
“ბარსელონამ” კი, რომლისთვისაც გასული სეზონი წარუმატებელი იყო, აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად. გუნდმა ეს სეზონი შესანიშნავად განვლო და ასი პროცენტით დაიმსახურა საჩემპიონო ტიტული”, – კრუიფის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.