კუბო: “ბარსელონას” ფანებისგან სტვენას ვიმსახურებ”
მადრიდის “რეალიდან” “მალიორკაში” განათხოვრებულმა ტაკეფუსა კუბომ “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა. მატჩის მიმდინარეობისას “ბარსას” გულშემატკივრებმა კუბოს არაერთხელ დაუსტვინეს, რაზეც იაპონელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი.
“ეს ფანების გადასაწყვეტი რამ არის. მე ჩემი ნაბიჯი უკვე გადავდგი და მათ სტვენის სრული უფლება აქვთ. “ბარსელონას” ფანებისგან სტვენას ვიმსახურებ. თუმცა ვნახე, რომ ზოგი ტაშსაც მიკრავდა, რამაც ძალიან გამახარა.
მეტკინა? არა, ისინი მე როგორც მოწინააღმდეგეს უნდა მხედავდნენ და არა როგორც 18 წლის ბიჭს, რომელიც ფეხბურთის თამაშს ცდილობს,” – აცხადებს კუბო.
საქმე ის გახლავთ, რომ ტაკეფუსა კუბო “ბარსელონას” აკადემიის ერთ-ერთი მთავარ იმედად მიიჩნეოდა, სანამ “ტოკიოში” გადაბარგდებოდა. “ტოკიოდან” უკან კატალონიაში დაბრუნების ნაცვლად კუბომ არჩევანი “რეალში” გადასვლაზე გააკეთა.