კულეები საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ
ესპანურმა გამოცემამ Marca-მ საკუთარ ვებგვერდზე ჩაატარა გამოკითხვა. საკითხი კატალონიურ გრანდში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. ქომაგებმა თავისი შეხედულებები დააფიქსირეს ,,ბარსას” ხელმძღვანელობის მიმართ.
,,უნდა დანიშნოს თუ არა ხოსეპ მარია ბართომეუმ საპრეზიდენტო არჩევნები? გამოკითხულთა უმრავლესობამ (86 %) ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-17 ტურში ,,ბარსამ” გასვლაზე ქულები დაკარგა. ,,რეალ სოსიედადმა” კიდევ ერთხელ მოახერხა ,,ლურჯ-ბროწეულისფერების” დამარცხება საკუთარ კედლებში. ასევე გეტყვით იმასაც, რომ გუნდმა სპორტული დირექტორის პოსტიდან დაითხოვა ანდონი სუბისარეტა. ასევე კარლეს პუიოლმა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანაშემწის თანამდებობა. ფაქტია, რომ გუნდში პრობლემებია.
ოთხშაბათს, თბილისის დროით 19 საათზე, ..ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. ამ ინფორმაციას ბალუგრანელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.