კუმანი: „ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ ვენგერი მსაჯებს ჩივის?“
„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „არსენალთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი გააკვირიკა. შეხვედრის შეფასებისას ფრანგ სპეციალსიტს უთქვამს, რომ მეტოქემ 3 გოლი თამაშის წესის დარღვევით გაიტანა.
„მხოლოდ სამი? მიკვირს, რომ მეოთხე გოლის შესახებ მას არაფერი უთქვამს. თამაშის ანალიზი მომწონს, თუმცა, როდესაც ანგარიშით 0:4 მარცხდებით, მსაჯზე ლაპარაკობთ? ეს ჩემი ანალიზის სტილი არაა. რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ჩვენ თვითონაც არ ველოდებოდით. უბრალოდ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამარჯვებას მოვახერხებდით. ამ ანგარიშზე არც კი გვიფიქრია. რაც შეიძლება მეტის გატანა გვსურდა. მეორე ტაიმში იდეალურად ვთამაშობდით. გეგმა ზუსტად შესრულდა, ბიჭები ყოჩაღები არიან“, – ციტირებს ჰოლანდიელს „სქაი სპორტსი“.
18 ტურის შემდეგ „საუთჰემპტონი“ 24 ქულით პრემიერლიგის მე-12 ადგილს იკავებს.