კუმანი გუნდიდან სუარესის გაშვებაზე: “ჩვენ ასე გადავწყვიტეთ”

თარიღი: სექტემბერი 26, 2020

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდიდან ლუის სუარესის გაშვების შესახებ კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს კატალონიური კლუბის დატოვება არ სურდა, თუმცა საბოლოოდ, მასთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა მაინც გადაწყდა, რის შემდეგაც სუარესმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საკითხზე ჯერ კიდევ მანამ შევთანხმდით, სანამ კლუბთან კონტრაქტს გავაფორმებდი. ეს ჩვენი, კლუბისა და მწვრთნელის ერთობლივი გადაწყვეტილება გახლდათ.

ის, რაც მე მინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, შეუძლებელია ფინანსური კუთხით. კლუბში ძალზედ მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა”, – ციტირებს კუმანის სიტყვებს “ასი”.



მსგავსი სიახლეები