კუმანი: “გვარდიოლა რისკიანი მწვრთნელია”
ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან მისი და გვარდიოლას ურთიერთობაზე ისაუბრა.
“ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. პეპი უკვე მანჩესტერში ცხოვრობს და უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ერთმანეთი ვნახოთ და საღამოობით ვივახშმოთ ხოლმე.”
“გვარდიოლა ხშირად მეკითხება ჰოლანდიურ ფეხბურთზე და მის სპეციკაზე.”
“პეპის მიერ გაწვრთნილი გუნდების: “ბარსელონას”, “ბაიერნის” ბერვი თამაში მაქვს ნანახი და რაც ამ მწვრთნელში აღამფრთოვანებს ის არის, რომ ყოველთვის გახსნილ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ასე ახერხებს წარამატების მიღწევას. ის, ამის გამო, ძალიან რისკიანია, თუმცა თავის თავში დაჯერებული ადამიანია და ბევრ ტიტულსაც იგებს.”
“სხვა მწვრთნელებიც ახერხებენ თასების აღმართვას, მაგრამ, მათი უმეტესობა, სხვა სტილის ფეხბურთით აკეთებენ ამას,” – განაცხადა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.