კუმანი: “მესი ვარჯიშებზე ნამდვილი ტირანი იყო”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გუნდში ლეო მესის ყოფნის პერიოდი გაიხსენა და მის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ დროისთვის “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს.
“ლეო მესის ყველაფერზე ჰქონდა გავლენა. ის ყოველთვის კარგი იყო და მოსაგებად იბრძოდა. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდა გვერდით, თუმცა მასთან ერთად ყოფნისას ყოველი მოთამაშე გაცილებით უფრო პროდუქტიული იყო. გადამწყვეტ როლს კი ლეო ასრულებდა.
მე ვიცი, თუ რამდენად კარგია ლეო. ყველაფერი, რაც შეიძლება ფეხბურთელს ასწავლო მას უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი. ეს ნორმალური არ არის, ის არანორმალურია.
ვარჯიშისას ყოველთვის ვთამაშობთ რონდოს – წრეს ვკრავთ და შუაში დგება ფეხბურთელი, თუ მის გარშემო მყოფები ისე გააკეთებენ 20 გადაცემას, რომ შუაში მყოფი ვერ ჩაჭრის, კიდევ ერთი რაუნდის გატარება უწევს. თუ ზედიზედ სამჯერ მოხდება ასეთი რამ, ფეხბურთელები კორიდორს აკეთებენ და წაგებულ ფეხბურთელს გავლისას ურტყამენ.
მესის ვკითხე, ოდესმე თუ წაუგია ეს თამაში. მითხრა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ამდენი წლის მანძილზე. ამან ის ძალიან გააბრაზა. მესის ყველაფრის მოგება უნდა, ვარჯიშებზე ნამდვილი ტირანი იყო,” – აცხადებს კუმანი.