კუმანის პირველი კომენტარი “ბენფიკასთან” განადგურების შემდეგ
კატალონიის “ბარსელონამ” ისტორიაში პირველად ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი დათმო. “ბენფიკასთან” სამბურთიანი სხვაობით განადგურების შემდეგ რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან რთულია ასეთი შედეგის მიღება. ტაბლოზე არსებული ანგარიში ზუსტად არ ასახავდა მოედანზე მომხდარს. გოლი ადრეულად გავუშვით, თუმცა 0:2-მდე კარგად ვთამაშობდით. გოლების გატანის კარგი შანსები გვქონდა.
მეტოქემ სწრაფი ფეხბურთი დაგვიპირისპირა და კონტრშეტევების არ ეშინოდათ. პირველი და მეორე გოლების თავიდან არიდება შეგვეძლო. უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა. უნდა ვაღიაროთ, ფიზიკური თვალსაზრისით, ბევრი გუნდი გვჯობნის.
არ მინდა ახლა ამ გუნდის დონე განვიხილო. ყველამ იცის, რომ “ბარსელონას” პრობლემები აქვს. შეუძლებელია ისე მოვიქცეთ, რომ არაფერი ხდება და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გასულ წლებში.
ფეხბურთელებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, ვხედავ, თუ როგორ ინდომებენ ისინი ყოველდღიურად,” – აცხადებს ნიდერლანდელი სპეციალისტი.