კუმანმა დი მარია მესიზე საუბრის გამო გააკრიტიკა
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ანხელ დი მარია გააკრიტიკა. კუმანი თვლის, რომ უპატიცემულობაა, როდესაც “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლები ლეო მესის შესაძლო ტრანსფერზე საჯაროდ საუბრობენ.
როგორც იცით, “პსჟ”-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, განაცხადა, რომ მესის დარი დიდი ფეხბურთელები ყოველთვის იქნებიან მათ სამიზნეთა სიაში. დი მარიამ კი ლეო მესი პარიზში სათამაშოდ მიიწვია.
“ვფიქრობ, ყოველივე ეს პატივისცემის ნაკლებობაზე მიგვითითებს. არ შეიძლება ვიღაც ისეთ რამეს ამბობდეს, რაც შემდეგში, შესაძლოა, სიცრუე აღმოჩნდეს.
უსამართლობაა. არ ვთვლი, რომ ჩვენ ფეხბურთელზე ასე საუბარი მისაღებია. ეს უპატივცემულობაა ჩვენ მიმართ. “პარი სენ-ჟერმენის” ძალიან ბევრი წარმომადგენელი საუბრობს ლეოზე, რომელიც “ბარსაში” თამაშობს,” – განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.