კუმანმა “გრანადასთან” მარცხისა და გაძევების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “გრანადასთან” განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე ტაიმში ნიდერლანდელი მწვრთნელი მოედნიდანაც გააძევეს.
“ვერაფერი გავიგე. არაფერი მითქვამს, მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მეოთხე მსაჯს ვესაუბრე და მან ჩემ მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა.
მტყუანი არ ვიყავი, რადგანაც მთავარი არბიტრის რეპორტის მიხედვით მე მეოთხე მსაჯის მიმართ უპატივცემლობა გამოვიჩინე, რასაც არ ვეთანხმები. უპატიცემლობა შეურაცხყოფის მიყენებაა.
უხამსი სიტყვები ერთხელაც არ გამომიყენებია. თუ ისინი დამაბრალებენ ისეთ რამეს, რაც არ გამიკეთებია, რაიმე უნდა მოვიმოქმედო. ვერაფერი გავიგე.
დღევანდელი მარცხი უნდა მივიღოთ, რაც ძალიან რთულია. ძალიან კარგი შანსი გვქონდა გამარჯვების. მარცხი მეტწილად კონცენტრაციის ნაკლებობამ გამოიწვია,” – აცხადებს რონალდ კუმანი.