კუმანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განადგურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (1-4) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პრესასთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, შედეგი მატჩის შინაარს არ ასახავს. მეტოქემ უფრო ეფექტიანად ითამაშა. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდმინარეობდა, მესის გოლის შემდეგ დემბელეს კარგი მომენტი ჰქონდა. მეორე ნახევარში კი დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი. მათ დაამტკიცეს, რომ ფიზიკურად უკეთ იყვნენ მომზადებულები.
კონტრშეტევები ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თავი კარგად ვერ დავიცავით. შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად კონცენტრირებულები არ ვიყავით. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე.
უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე ტაიმში გვაჯობეს. აჩვენეს, რომ უფრო სრულყოფილი გუნდი ჰყავთ და ამას უნდა შევეგუოთ. უნდა გავძლიერდეთ. ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოსალოდნელი იყო.
როგორც წესი, 1-4 რთული ანგარიშია. შემიძლია მოგატყუოთ, თუმცა ფაქტია, რომ 1-4-ის შემდეგ უკან დაბრუნება ძალიან რთულია,” – აცხადებს რონალდ კუმანი.