კუმანს და გვარდიოლას უილშირი მოუნდათ
ლონდონის “არსენალის ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი არსენ ვენგერმა გასულ ზაფხულს “ბორნმუთში” გაანათხოვრა. არენდის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ინგლისელ ნახვეარმცველს რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიეღო და სასურველ კონდინციებში ჩამდგარიყო.
ჯეკი ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და მისადმი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. The Mirror იტყობინება, რომ ასეთ კლუბთა სიაში შედი ლივერპულის “ევერტონი”. რონალდ კუმანი უილშირის სათამაშო სტილის მოტრფიალეა და მისი გუნდის შუა ხაზის გაძლიერებას სწორედ ჯეკით გეგმავს.
საგულისხმოა, რომ 25 წლის სპორტსმენის მიმართ ინტერესს პეპ გვარდიოლაც იჩენს. კატალონიელ მწვრთნელს განზრახული აქვს, რომ უილშირი მომავალ სეზონში ფერნანდინიოს შეუწყვილოს.
ერთი სიტყვით, მიუხედავად კარიერაში მძიმე პერიოდისა, ჯეკს მთხოვნელები არ აკლია. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალ ზაფხულზე, როგორც ვენგერი, ასევე თავად ფეხბურთელი.