კურტუა: “ანჩელოტი ვარჯიშებზე გოლების გაშვებას მთხოვს”
მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ მის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და თანამემამულე ედენ აზარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი ბოლო დროს და გასულ სეზონშიც. ამის შესახებ ამ დღეებში ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ საერთოდ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ რას წერს მედია. მხოლოდ იმ სტატიებს ვკითხულობ, რომლებსაც მეგობრები მიგზავნიან. განსაკუთრებით ბედნიერს ის მხდის, რომ კარლო ანჩელოტი იმ დიდებულ მეკარეებს მადარებს, რომლებიც მას გაუწვრთნია და როცა მთხოვს რამდენიმე ბურთი გავუშვა, რათა თავდამხსმელებს ნდობა აუმაღლდეთ.”
“ჩვენ კვლავ ვნახავთ ედენ აზარის საუკეთესო ვერსიას “რეალში”, მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვიცი რა არის მუცლის ტკვილი და ამის გამო “ბრიუგეს” წინააღმდეგ მე-2 ტაიმის შემდეგ შეცვლა მოვითხოვე. არავითარი აზრი არ აქვს მოედანზე გაჩერებას, ედენს კვლავ ექნება დრო თავისი თავი შემდეგ კვირებში გვაჩვენოს”, – განაცხადა კურტუამ ბელგიურ VTM-სთან ინტერვიუში.
კურტუას “რეალის” ბოლო 20 მატჩში 7 მშრალი შეხვედრა გამოუვიდა. მისმა სუპერ რეაქციებმა “რეალი” წელს ბევრჯერ იხსნა. მეკარე კარში წამოსული ბურთების 74%ს იღებს და 90 წუთში ერთზე მეტ გოლს არ უშვებს.