კურტუა: “ჩემპიონობა დავიმსახურეთ”

თარიღი: მაისი 18, 2014

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარემ ტიბო კურტუამ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შტაბეჭდილებები გაუზიარეა ჟურნალისტებს.

“შეხვედრა ძალიან რთული გამოვიდა. “ბარსელონას” საჩემპიონოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ჩვენ კი ფავორიტები არ ვყოფილვართ.

კატალონიელები კარგად გამოიყურებოდნენ. სწორედ ამიტომ, თავიდან თამაშში ჩართვა გაგვიჭირდა და ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეც გამოგვაკლდა. მაგრამ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს საბოლოო წარმატებისთვის.

“ატლეტიკოს” ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწერეთ. შესვენების დროს სიმეონემ გვითხრა, რომ ჩვენ უკეთსი გუნდი ვართ და ეს მეორე ნახევარში დავამტკიცეთ. ჩემპიონობა დამსახურებულად მოვიპოვეთ” – განაცხადა კურტუამ.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები