კურტუა: “ჩემთვის, მესი ისეთივე ფეხბურთელია, როგორც სხვა”
მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ბელგიელი კარის დარაჯი ამბობს, რომ მისთვის არგენტინელი ისეთივე მოთამაშეა, როგორც სხვა ნებისმიერი და მას ისევე შეისწავლის, როგორც “სელტას” ან “ლევანტეს” ფეხბურთელს.
“ვფიქრობ თუ არა მესიზე “კლასიკოს” წინ? არა. როცა “ატლეტიკოში” სადებიუტო სეზონი მქონდა და “ნოუ კამზე” პირველად უნდა მეთამაშა, ამაზე ნამდვილად ვფიქრობდი, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ჩემთვის, ის ისეთივე ფეხბურთელია, როგორც სხვა. არის თუ არა მესი ჩემი კოშმარი? არა, არასოდეს ყოფილა (იცინის). მას ისევე ვსწავლობთ, როგორც “სელტას” ან “ლევანტეს” რომელიმე მოთამაშეს”, – უთხრა კურტუამ Eleven Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 1 მარტს მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.
🗣️ | Lionel Messi ? @thibautcourtois n'est pas impressionné ! 👊🇧🇪#ElClásico pic.twitter.com/2dYDrqECYa
— Eleven Sports (FR) (@ElevenSportsBEf) February 28, 2020