კურტუა: “რეალის” ფეხბურთელები მათთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებაზე დამცინიან”
“რეალის” ახალწვეული ტიბო კურტუა მადრიდულ ცხორებას უფრო და უფრო ეჩვევა. ბოლოდროინდელ ინტერვიუში ბელგიელმა მეკარემ აღიარა, რომ ფეხბურთელები 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასცინიან, რომელიც მან “ატლეტიკოს” მაისურით წააგო.
“ზოგჯერ “რეალის” ფეხბურთელები მათთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებაზე დამცინიან, რომელშიც “ატლეტიკოს” ღირსებას ვიცავდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელთაც ყველაფრის მოგება უნდათ.
პირველი დღე მართლაც დატვირთული იყო და ყველაფერი ვნახე, სამედიცინო შემოწმებიდან დაწყებული პრეზენტაციით დასრულებული. სწორედ ამ დროს ვიაზრებდი, თუ რამდენად დიდ კლუბში მოვხვდი.
ყველაზე მეტად მაინც ის მიხარია, რომ ყოველდღე შემიძლია ჩემი შვილები ვნახო, თუმცა ჩემი 16 თვის ვაჟი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ამას რომ მიხვდეს,” – აცხადებს ლონდონის “ჩელსის” ყოფილი მეკარე.