კურტუა საავადმყოფოდან გამოწერეს
“ჩელსის” ბელგიელი გოლკიპერი, ტიბო კურტუა ლონდონურ დერბიში მიღებული ტრავმის გამო მატჩის მიმდინარეობისას ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
რამოდენიმე საათის წინ კი, როდესაც ექიმმა განაცხადა, რომ მას სერიოზული პრობლემები არ აღმოაჩნდა საავადმყოფოდან გამოწერეს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კურტუამ ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო. თუმცა, “არისტოკრატებმა” ამ თამაშის მოგება მის გარეშეც შეძლეს (0:2). ალექსის სანჩესთან შეძახების მომენტში, მისი გაცვლის საკითხი დადგა, თუმცა შემდეგ სიტუაცია უკეთესობისაკენ წავიდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სავარაუდოდ ბელგიელს ტვინის შერყევა ჰქონდა.
“საფეხბურთო კლუბი “ჩელსი” ნამდვილად ადასტურებს, იმ ფაქტს რომ ბელგიელმა კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ პრემიერ ლიგის 7–ე ტურში, “არსენალის” წინააღმდეგ მატჩში ტრამვა მიიღო და თამაშის მიმდინარეობისას საავადმყოფოში გადაიყვანეს.”
“ექიმებმა მას ყურისა და თავის დაზიანებასთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გუშინ ღამით იგი ჰოსპიტალიდან გამოწერეს. იმედი გვაქვს, გუნდთან ერთად ტიბო ვარჯიშს მომდევნო კვირას განაახლებს.”–აცხადებს “ჩელსის” ოფიციალური საიტი
“მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის. უკვე თავს კარგად ვგრძნობ.”–წერს ბელგიელი Twitter–ის გვერდზე