კვარა და ჩაკვე – ქართველი ტალანტები, რომლებიც კარიერას ინგრევენ!

თარიღი: დეკემბერი 8, 2021

ჯერ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ ისე გაიბრწყინა, საქართველოს ნაკრები პირადად მისი გოლების წყალობით ამარცხებდა მეტოქეებს, შემდეგ ჩაკვემ ტრავმა მიიღო და ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც ნაკრებს წინ მიუძღოდა და გრანდების კარებები დალაშქრა.

დღეს ერთი მათგანი ბელგიური “გენტის” განაცხადში ვერ ხვდება, მეორე კი ყაზანის “რუბინიდან” თავის დაღწევას ვერ ახერხებს.

ჩაკვე უკვე 3 მატჩია მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავს და თასზეც არ ათამაშა, მიზეზად კი მისი საშინელი ფორმა დაასახელა. როგორც ჩანს, ფეხბურთელის მოტივაცია დაკარგულია და სერიოზული პრობლემები აქვს. 2017 წლიდან ბელგიაში ასპარეზობს, ჯერ ოპერაცია სპეციალურად დაგვიანებით გაუკეთეს და მას შემდეგ ძველი ჩაკვეტაძე არ გვინახავს. დროა, “გენტი” დატოვოს და თუნდაც, დროებით, თბილისის “დინამოში” დაბრუნდეს, სადაც ნდობა, სათამაშო დრო და შესაბამისი გარემო ექნება შექმნილი. ეს არ იქნება უკანგადადგმული ნაბიჯი, გიორგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.

კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრაში შეცვლისას ხელთათმანები მოისროლა, სლუცკის ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში წავიდა. ხვიჩა რამდენიმე თვე ელოდებოდა, რომ ახალ გუნდში გადავიდოდა, მაგრამ არაფერი მოხდა და მანაც მოტივაცია დაკარგა. თუ ზამთარში რამე არ შეიცვალა, დიდი შანსია, კვარაც ჩაკვეს გზას დაადგეს და სათამაშო დრო შეუმცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთს მალე მოშორდეს და თუნდაც ევროპის საშუალო გუნდში გადავიდეს, საიდანაც ტოპ კლუბში მოხვედრა გაცილებით მარტივი იქნება.

ჩაკვეტაძე – კვარაცხელიას კარიერაში დიდი როლი მათმა აგენტებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც არამხოლოდ აგენტები, “არამედ, ფსიქოლოგებიც და მხარდამჭერებიც” არიან. თუ ორივე მათგანი ფორმაში იქნება, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტიბო კურტუას შემცვლელი – “რეალს” მამარდას ურჩევენ

მადრიდის “რეალს” ანალიტიკური გამოცემა Managing Madrid ტიბო კურტუას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის შეძენას ურჩევს. კურტუას დუბლიორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშის ცოლმა ფეხბურთელი ციხეში მოინახულა

დანი ალვეშის ცოლმა, ჯოანა სანსმა ფეხბურთელი ციხეში მოინახულა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოანამ ალვეშის მიტოვება გადაწყვიტა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” ოსიმენში იმდენს გადაიხდის, რამდენსაც “ნაპოლი” მოისურვებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არ აპირებს ტემპის დაგდებას და მზად არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი”, შესაძლოა, პირდაპირ სერია ბ-ში გააგდონ!

იტალიური პრესის ინფორმაციით, “იუვენტუსი”, შესაძლოა, პირდაპირ სერია ბ-ში გააგდონ და არა მხოლოდ 20 ქულა დააკლონ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“18 წამი დავაგვიანეთ” – “ბარსელონამ” ტრანსფერი სასაცილო მიზე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბარსელონა” “ლოს ანჯელეს გალაქსის” მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს დამატებას ცდილობდა და იდეაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” კვარაცხელიას დამატებას სერიოზულად განიხილავს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებს და რამდენიმე ვარსკვლავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თქვენ აქედან ააცილებდით? – მბაპეს წარმოუდგენელი აცილება (ვიდეო)

მბაპემ “მონპელიესთან” ჯერ ერთი პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ აიღო. შემდეგ მეორე დაინიშნა, რომელიც ისევ მეკარემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა” – ფედელემ კვარა გააკრიტიკა

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია “რომასთან” მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. “ხვიჩამ ლოზანოს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” 25 წლის ნახევარმცველი არდიტ ტოლი დაიმატა. ტოლი ბოლოს “ვორსკლაში” თამაშობდა და “ვორკსლამ” ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს არის ნაპოლი და ასეთი გიჟი პრეზიდენტი ჰყავს კვარას! (ვიდეო)

“რომასთან” გამარჯვების შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტადიონის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ფანები მის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ მეკარეს 160-ზე მეტი IQ აქვს! – როგორ შეუშალა ხელი მეტოქეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელება “ტვენტე” – “ფეიენოორდის” მატჩიდან მომენტი. მეკარემ დასწრებაზე ითამაშა, ბურთი აუტზე გად...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიტყვები საჭირო არაა” – რა ფოტო გამოაქვეყნა კვარამ მატჩის შემდეგ?

“ნაპოლიმ” “რომა” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი შეასრულა და სპალეტიმ 69-ე წუთზე გაიყვანა. მატჩის შემდეგ […]...
წაკითხვა