კვარამ პენალტი გააფუჭა, მაგრამ… წუთში მასზე 10 000-მა დაწერა!
მარტის ბოლოს, როცა ნორვეგიასთან 1-1 ვითამაშეთ, გიამბეთ, რომ კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელ Twitter-ში წუთში 100-ჯერ, 5 წუთში კი 1000-ჯერ წერდნენ.
როცა კვარამ “მილანთან” პენალტი გააფუჭა, მასზე წუთში 10 000 ტვიტი დაიწერა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი რეაქცია გულშემატკივრების ყოველთვის მეტად ემოციურია, იქვე აღნიშნავდნენ, რომ ქართველი კლუბში პრაქტიკულად ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
ნორვეგიასთან მატჩისას 100 გამოეხმაურება იყო, “ნაპოლის” შეხვედრებში გატანილი გოლებისას 1000 არის ხოლმე, ხოლო, ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი გამორჩეული რამ ყველაზე დიდ რეაქციას იწვევს.
ბევრმა ფეხბურთელმა ხვიჩა ძალიან საინტერესოდ და თავისებურად გაამხნევა. ფეხბურთელები, რომლებსაც ლიგაზე არასოდეს უთამაშიათ და ამის საშუალება არ მიეცათ, იოცნებებდნენ, რომ “ნაპოლის” შემადგენლობაში “მილანის” წინააღმდეგ 1/4 ფინალში პენალტის დარტყმის უფლებას მოიპოვებდნენ და თუნდაც, ააცილებდნენ.