კვარაცხელაიმ „დაღმასკომს“ წითელი ბართი უჩვენა

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართა. რომლის ბოლოს 11 ფურცელი, რომელზეც 11 მიზეზი ეწერა, თუ რა დანაშაული მიძღვის ფედერაციასა და აღმასკომს, მეორე მხარით მიაკრა კედელზე და…
გადადექით! ასეთი წარწერა გამოჩნდა კედელზე, პლუს კვარაცხელიამ ფედერაციას და აღმასკომს წითელი ბარათი აუფრიალა.
_ დღე არ გავა ამ „დაღმასკომმა” სიურპრიზი რომ არ შემოგვთავაზოს. საერთოდ სად არიან, რა უნდათ, მე მგონი თვითონ დაავიწყდათ… ფედერაციის სათავეში დარჩენა უნდათ, რას არ კადრულობენ ამისთვის… საკუთარ იურისტსაც, კესო ჩხიკვაძესაც აღარ ენდობიან. „დაღმასკომიმა“ საკუთარი ტრიბუნალის ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძეც გაათავისუფლა სწორი გადაწყვეტილების მიღების გამო. ეს ყველაფერი უნდა გადაიღო და მაგარი კომედია გამოვა.
ფედერაციაში საკუთარი ეთიკის კოდექსს რომ ტუალეტის ქაღალდივით ეპყრობიან. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა უეფას ეთიკისა და სადისციპლინო ინსპექტორად არც მეტი არც ნაკლები ნოდარ ახალკაცი უმცროსი წარუდგინა! წარმოგიდგენიათ, ქართული ფეხბურთის დამაქცევარი, ქართულ ფეხბურთში მილიონების დამკარგავი უმცროსი ახალკაცი ფედერაციის ამ ხელმძღვანელობამ უეფაში წარადგინა 4 წლით!!! მეტი მოღვაწე ვერ იშოვეს ქართულ ფეხბურთში!!! სიჭინავა არ იყო, ახლად ფეხშედგმული ფედერაციის შენობაში რომ გაჰკიოდა 18 მილიონი ლარი დამხვდა ვალი ახალკაცის ხელმძღვანელობის გამოო?!
საოცარია ისიც, რომ „დაღმასკომი“ ჩივაძეზე მეტი ჩივაძე აღმოჩნდა. ბატონმა საშამ ღირსეულად გადაიტანა შეურაცხყოფა და ხმა არ მიუცია კოკაიას წინააღმდეგ და „დაღმასკომმა“ კი ამხელა ინვესტორი მოკვეთა ქართული ფეხბურთიდან! ბატონ ილოს მივმართავ – 4 ოქტომბერს ოფიციალურად აღგიდგებათ ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობის მანდატი, ბატონ საშასთან კი თავად გაარკვიეთ ურთიერთობა…