კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოთამაშემ ეს წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერლიგის კლუბთა მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა და კომენტატორებმა.
გამოკითხვის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიამ 145 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილი მოსკოვის “დინამოს” ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა დაიკავა (85 ქულა), ხოლო მესამე პოზიციაზე ცსკა-ს მცველი იგორ დივეევი გავიდა (49 ქულა).
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
🏆 Хвича Кварацхелия вновь признан лучшим молодым игроком!
🗣 Победителя в этой номинации определяли главные тренеры клубов #ТинькоффРПЛ, главный тренер сборной России Станислав Черчесов, капитаны команд лиги и комментаторы МАТЧ ПРЕМЬЕР#ГероиСезона #Кварацхелия pic.twitter.com/b3Kpr6qrZz
— Тинькофф Российская Премьер-Лига (@premierliga) May 26, 2021