კვარაცხელია: “სადებიუტო გოლით ძალიან გახარებული ვარ”
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ მოსკოვის “ლოკომოტივის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ახალგაზრდა თავდამსხმელი ყაზანის “რუბინთან” მატჩში მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, 87-ე წუთზე კი მეტოქის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.
მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ ემოციებზე “ლოკომოტივის” ოფიციალურ არხთან ისაუბრა
“ძალიან გახარებული ვარ სადებიუტო გოლით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გამარჯვებით და შემდეგ გოლით. ძალიან გამიხარდა და ასე გავაგრძელებ. პირველი, ვინც მომილოცა, ანტონ მირანჩუკი იყო. გოლის გატანის შემდეგ, ჩემთან ყველაზე ახლოს ის იყო, მერე საბამ, რომელსაც ძალიან გაუხარდა”, – განაცხადა კვარცხელიამ.
Хвича Кварацхелия сегодня забил свой первый мяч за «Локо», а сразу после игры рассказал о своих эмоциях (и эмоциях Сабы) 🔝✌🏼#ЛокоРубин pic.twitter.com/umZsCKjFys
— ФК «Локомотив» (@fclokomotiv) May 10, 2019