კვარაცხელიას ფასი 3 მილიონით გაიზარდა – რა ღირს ხვიჩა?
გერმანულმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები განაახლა. საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩა 29 ივლისს 4.5 მილიონი ევრო ღირდა, დღეს კი უკვე 7.5 მილიონად ფასობს.
საქართველოს ნაკრების მეკარეების, მცველებისა და საყრდენების შეფასება დაეცა, ხოლო, შემტევი ნახევარმცველები და თავდამსხმელები გაძვირდნენ.
ერთადერთი ლაზარე კუპატაძე (150 ათასი ევრო) და გიორგი ჩაკვეტაძე (6 მილიონი ევრო) დარჩნენ ძველ ნიშნულზე.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია – 7.5 მილიონი ევრო
2. გიორგი ჩაკვეტაძე – 6 მილიონი ევრო
3. სოლომონ კვერკველია – 5 მილიონი ევრო
4. დავით ხოჭოლავა – 5 მილიონი ევრო
5. ჯიმი ტაბიძე – 2.5 მილიონი ევრო
6. ვაკო გვილია – 2.5 მილიონი ევრო
7. ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი ევრო
8. ოთარ კიტეიშვილი – 2 მილიონი ევრო
9. გია გრიგალავა – 1.80 მილიონი ევრო
10. გიორგი ქვილითაია – 1.80 მილიონი ევრო