კვეკვესკირი: “ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ საქართველოს ნაკრები არ იყოს ასეთ მდგომარეობაში”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა ესტონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე გულშემატკივრების შესახებ ისაუბრა.
“ფეხბურთელები ბოლომდე ვიაზრებთ ჩვენ პასუხისმგებლობას. არსად არ გაგვიშვერია ხელი, რადგან ფაქტი იყო ის, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენ ფეხბურთს და გულშემატკივარს. გულშემატკივარს, რომელმაც არნახული დახვედრა მოგვიწყო. იმდენი გამამხნევებელი ვიდეო თუ შეტყობინება მივიღე, რომ მართლაც ძალიან ამაყი და პასუხისმგებლობით სავსე ვიყავით მე და თითოეული ჩემი თანაგუნდელი. ასეთი მხარდაჭერა არასდროს არავისგან არ გვიგვრძნია.
ეს გულშემატკივარი ამ გამარჯვებას იმიტომ იმსახურებდა, რომ ამ წაგების შემდეგაც კი დახვედრა მოგვიწყვეს სომხეთის ნაკრებთან. ყველანაირად, ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ საქართველოს ნაკრები არ იყოს ასეთ მდგომარეობაში და ვიყოთ სულ სხვა რეალობაში. თუმცა, ფაქტია ის, რაც მოხდა. მინდა, გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ვიცით, რომ გაგიცრუეთ იმედები ძალიან, ჩვენი იმედებიც გავაცრუეთ, ჩვენი ოჯახების. ეს იმედები რომ გაჩნდა, ამ ფეხბურთელების დამსახურებაა და ზუსტად ეს ფეხბურთელები ეცდებიან, რომ გაჩნდეს ეს იმედები თავიდან”, – განაცხადა კვეკვესკირმა.