კვეკვესკირი: “ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ”

თარიღი: ნოემბერი 14, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

28 წლის ფეხბურთელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

“რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ – მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს”, – აცხადებს კვეკვესკირი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პიკეს შემცვლელის ძებნა მოუწევს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კიევში არ მიემგზავრება

ხვალ, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონა” სტუმრად კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, “ნაპოლისთან” მოგებულ მატჩში დაზიანება მიიღო. რამდენადაც ჩენთვის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ იყო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ კვარაცხელიას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუნიბის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი კორონავირუსის გამო გადაიდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი გადაცემა გაუკეთა მესიმ გრიზმანს “ატლეტიკოსთან” მატჩში?

ლა ლიგის მეათე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” მორიგი კრახი განიცადა. რონალდ კუმანის გუნდი გასვლაზე დიეგო სიმეონეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, “ატლეტიკოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მწვრთნელმა ჰოლანდი გააბრაზა: “შემცვალა და მკითხა, რამდენი გოლი გაიტანეო”

“ჰერტასთან” მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების (5:2) შემდეგ, პოკერის ავტორმა ერლინგ ჰოლანდმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ̶...
წაკითხვა