კვერკველია: “ნაკრებში თამაში ძალიან მინდოდა”
ყაზანის “რუბინის” მცვლემა, სოლომონ კვერკველიამ “რუბინის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მცმირე კომენტარი გააკეთა.
“შვებულება სახლში, ოჯახთან ერთად გავატარე. ნაკრების შემადგენლობაში თამაში ძალიან მინოდა, თუმცა ბოლო ტურში “უფასთან” რავმა მივიღო და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით 10 დღე ვარჯიშის უფლება არ მქონდა. ახლა უკვე მწყობრში ვარ და მოსამზადებელი ეტაპისთვის მზად ვარ.
“რუბინში” ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი საქმე. ვფიქრობ, რომ ახალი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება” – განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა.