კვერკველიამ სარანსკში მოიგო
რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ყაზანის “რუბინი” “მორდოვიას” სარანსკში ესტუმრა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია.
მატჩის ბედი 41-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც აქტივშ ანგარიშზე კარლოს ედუარდომ ჩაიწერა.
ყაზანელთა შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მცვლემა სოლომონ კვერკველიამ. ქართველმა უკანახაზელმა 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმი რუსული გამოცემის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურტელი სწორედ კვერკველია გახდა. კიდევ ერთი ქართველი მცველი, მამუკა კობახიძე, კი სათადარიგოთ სკამზე იმყოფებოდა.