კვირას, არკულზე, ორი ჯილდოსთვის

თარიღი: მარტი 17, 2017

“რაგბი ევროპის” პირველობის გადამწყვეტ მატჩში “ბორჯღალოსნები” საუკეთესო 23-ეულით ერკინებიან რუმინელ “მუხებს” (სტეჟარი)

 

 

თამაში კვირას, 19 მარტს, 17 საათზეა ბუქარესტის “არკულზე” გაიმართება.  მასპინძელთა ხელყოფისგან უნდა დავიცვათ ორი ჯილდო  –  ჩემპიონის სარგო “რაგბი ევროპის” ფარი და სამეზობლო “ანთიმოზ ივერიელის თასი”, მოვლენას კი ეშხს ჰმატებს ის, რომ ტესტი ჩვენი ნაკრების ისტორიაში სანიშანსვეტო, მეორასეა (200)

 

 

ოპტიმალური რაზმი

 

 

ბორჯღალოსნების ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ტურნირის ოთხი რკენა შეგირდებზე დასაკვირვებლად გამოიყენა და სარუმინეთოდ ოპტიმალური რაზმი დაასახელა

 

 

წინა, რუსეთთან თამაშის შემდეგ, დამწყებ 15-ეულში სამად-სამი სიახლეა:

 

 

შუამარბად დაგვიბრუნდა მოკეთებული მერაბ “ბუკა” შარიქაძე და დავით კაჭარავას შეუწყვილდა;

 

 

მღლეტელად ითამაშებს გიორგი “კოკი” თხილაიშვილი, ვინაც “დათვებთან” შეისვენა;

 

 

მარჯვენა ბურჯად კი, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.

 

 

დიდ მატჩებში გამოცდილება რომ ფრიად ფასობს, მარქაფას დაემატა გამობრძმედილი ღერძი  –  ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე.

 

 

სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ნორჩი ბექი, გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია

 

 

250 ბორჯღალოსანი

 

 

რუმინეთს ნაკრებით 1998 წლიდან ვერაგბებით. ბოლო 10 წლის ბალანსი 9-1*1 რომაა ჩვენს სასარგებლოდ, “მუხებს” ჯამშიც ვჯობნით 11-8*1 (ქულა 385:348, ლელო 33/29)

 

 

ორი მართლ’მადიდებელი ქვეყნის საზიარო წმინდანის, ანთიმოზ ივერიელის თასი ჩვენს შებმებში 2002 წლიდან თამაშდება და აქაც წინა ვართ 10-5, მორიგი გამარჯვებით კი 15 გათამაშებაში მეათედ ვიჩემპიონებთ და სლემს მეშვიდედ გავახერხებთ

 

 

კვირას 70-ე კეპს მოიხვეჭს გიორგი ნემსაძე, 1989 წელს შექმნილი ნაკრები კი მე-200 მატჩს გამართავს

 

 

ბორჯღალოსნების აქამდელი ბალანსია 122 მოგება – 70 წაგება * 7 ფრე; ქულათა სხვაობაა +1011, ლელოთა +183; სულ კი, 29 წელში, გვყოლია ზუსტად 250 ბორჯღალოსანი

GEOvROM_Instory

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა