კვირის ბოლოს მეოთხედფინალი დაკომპლექტდება
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის პირველი წრის მატჩები გაიმართა.
ყველაზე საინტერესო თამაშში გერმანიის რაინ-ნეკარმა 34-32 მოუგო შარშანდელ
ფინალისტს, საფრანგეთის ნანტს.
მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-15/1490873
დანარჩენი 5 წყვილიდან ოთხში ფავორიტებმა იმარჯვეს, ოღონდ, საპასუხო
თამაშის წინ მხოლოდ სკოპიეს ვარდარი თუ იქნება მშვიდად – 2017 წლის
ჩემპიონმა სტუმრად 27-18 მოუგო ზაგრებს. დანარჩენ წყვილებში მეორე
მატჩებშიც ბრძოლაა მოსალოდნელი: გერმანიის ფლენზბურგმა სტუმრად მხოლოდ 2
გოლით აჯობა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტს 30-28, უნგრეთის სეგედმა 22-20 მოუგო
პოლონეთის ვისლას, უნგრეთისვე ვესპრემმა – ლისაბონის სპორტინგს 30-28, ხოლო
პოლონეთის კელცე სტუმრად ფრეს დასჯერდა ზაპოროჟიეს მოტორთან, 33-33.
საპასუხო მატჩები ამ შაბათ-კვირასაა. მერვედფინალის 6 წყვილის
გამარჯვებულებს მეოთხედფინალში დაემატება ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი,
რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის ხარჯზე პირდაპირ გავიდნენ პლეიოფის
მეორე ეტაპზე.
—
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
მერვედფინალის პირველი მატჩები (20-24 მარტი)
რაინ-ნეკარი (გერ) – ნანტი (საფ) 34-32 (საპასუხო 30.03)
კოლბახერი 11, შმიდი 8 – ო. ნიოკა 7, გურბინდო 6
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კელცე (პოლ) 33-33 (30.03)
კოზაკევიჩი 9 – ცინდრიჩი, დუიშებაევი 8
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ფლენზბურგი (გერ) 28-30 (31.03)
ჯორჯიჩი 6, კულაკი 5 – ლაუგე 8, სვანი 4
ზაგრები (ხორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 18-27 (30.03)
მანდიჩი 5 – კარაჩიჩი, კრიშტოპანსი 5
ვისლა პლოცკი (პოლ) – სეგედი (უნგ) 20-22 (31.03)
დაშეკი, დე ტოლედო 5 – კანელასი 6, ბოდო 4
სპორტინგი (პორ) – ვესპრემი (უნგ) 28-30 (30.03)
გიონეა 7 – ნენადიჩი 9, ნადი 5
მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)
ბარსელონა – რან-ნეკარი/ნანტი
პსჟ – მოტორი/კელცე
მეშკოვი/ფლენზბურგი – სპორტინგი/ვესპრემი
ზაგრები/ვარდარი – ვისლა/სეგედი
ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი