კვირის კარიკატურები — გადარჩენილი მოიესი, ავი ეტოო, რუნის კოშმარი, ვენგერის იუბილე
ამ რუბრიკის პირველი კარიკატურა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამართულ მატჩს ეძღვნება. „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ საჭირო სამი გოლი გაიტანა და დევიდ მოიესის სიცოცხლე გადაარჩინა.
ომარ მომანის მეორე კარიკატურაც ჩემპიონთა ლიგას ეძღვნება. ლონდონის „ჩელსისა“ და „გალათასარაის“ შორის გამართულ მატჩში სამუელ ეტოომ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა და ამ შეხვედრაში დიდიე დროგბას როლი სულაც დაჩრდილა. მოგვიანებით ერთი გოლი გარიკეჰილმაც გაიტანა და „პენსიონერებმა“ თურქული გუნდი ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „ლივერპულთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა. მატჩის შემდეგ უეინ რუნიმ განაცხადა: „ეს კოშმარია, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღეა. ძნელია, ამას შეეგუო, თუმცა „ლივერპულს“ პატივი უნდა მივაგოთ, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა“.
სწორედ რუნის კოშმარს მიუძღვნა მომანიმ ეს კარიკატურა.
როგორც მოგეხსენებათ, „არსენალმა“ არსენ ვენგერის თავკაცობით მე-1000 მატჩი ჩაატარა. ეს შეხვედრა „მეთოფეებმა“ „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართეს და ანგარიშით 0:6 განადგურდნენ, თუმცა ეს კარიკატურა მატჩამდეა დახატული.
ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com