კვირის კარიკატურები — გაპარული ლავესი, დასჯილი „ბარსა“, ლექტორი ფერგი, ზლატანის უარი მოუს

თარიღი: აპრილი 8, 2014

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის პირველი მატჩი გაიმართა. ლონდონელმა მცველებმა მთავარი აქცენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ედინსონ კავანიზე გააკეთეს და ამ დროს ესეკიელ ლავესი გამოეპარათ, რომელმაც პარიზული კლუბი მე-4 წუთზე დააწინაურა. ისე კი, ფრანგებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს.

როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ფიფასგან სერიოზული სანქცია მიიღო: მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო კატალონიურ კლუბს უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა კლუბიდან ფეხბურთელის დამატებას უკრძალავს. „ბარსელონა“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კიპერ ანდრე ტერ შტეგენის დამატებას აპირებდა და თუ ფიფას ვერდიქტი არ შეიცვლება, კატალონიელებისთვის სატრანსფერო ფანჯარა არც გაიხსნება. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა, რომელზედაც ცხარე ცრემლით ატირებული ანდონი სუბისარეტა და ის ფეხბურთელები არიან, რომელთა ყიდვასაც „ბარსელონა“ აპირებდა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ტერ შტეგენია.

პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. ამ თემას ეძღვნება ომარ მომანის კარიკატურაც. მხატვარი იუმორით მიგვანიშნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცუდი არ იქნება, თუ დევიდ მოიესი ფერგიუსონის ლექციებს დაესწრება.

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხშირად წუწუნებს, რომ გუნდს ძლიერი თავდასხმის ხაზი არ ჰყავს. ომარ მომანის შემდეგი კარიკატურის თანახმად, პორტუგალიელ სპეციალისტს „პარი სენ-ჟერმენიდან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვა ჰქონია განზრახული, თუმცა შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე უარს აცხადებს: „დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია“.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში და პიონტეკის გოლი “ლეჩეს” კარში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინის რეაქცია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მო

20 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის კომენტარს უპასუხა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო სულშერზე: “მეც მინდა სამსახური, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ოლე გუნარ სულშერს წაკბინა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა (ვიდეო

20 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდმა” ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო” ლიდერია!

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები სეზონის ცუდ სტარტში პოჩეტინოს ადანაშაულებენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების სეზონის ცუდი სტარტის გამომწვევ მიზეზად მაურისიო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა