კვირკველიას მარცხი ევროპა ლიგაზე
დღეს ევროპა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა, მოსკოვში ადგილობრივმა “ლოკომოტივმა” “შერიფს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.
“ლოკომოტივის” სასტარტო შემადგელობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და კარგადაც გამოიყურებოდა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. თავდაპირველად ანგარიში სწორედ მოსკოველებმა გახსნეს, 26-წუთზე თავი ფარფანმა გამოიჩინა. მოლდოველთაგან წონასწორობის აღდგენა 41-ე წუთზე ბადიბანგამ შეძლო, ხოლო 58-ზე ბრეზოვიჩმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოოდ “ლოკომოტივი” 1-2 დამარცხდა.
ამ მომენტისათვის საბა კვირკველიას გუნდი ევროპა ლიგის F ჯგუფში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 5 ქულა აქვს, პირველ-მეორე ადგლოსანს კი, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მოსკოველები ამ ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 23 ნოემბერს “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ გამართავენ.