კვირვკელია: “იუვენტუსი” უნდა დავამარცხოთ და შემდეგ რონალდუს მაისურს გამოვართმევ”
მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ წილისყრამ მოსკოვური კლუბი D ჯგუფში განთესა, სადაც მისი მეტოქეები “ბაიერ ლევერკუზენი”, “იუვენტუსი” და მადრიდის “ატლეტიკო” იქნებიან.
“რატომღაც ასეთ ჯგუფს ნამდვილად არ ველოდი. ნუ, საინტერესო იქნება! “ატლეტიკოს” წინააღმდეგ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვცადეთ ძალები, “იუვე” კი უმაღლესი დონის კლუბია. “იუვენტუსი” უნდა დავამარცხოთ და შემდეგ რონალდუს მაისურს გამოვართმევ! (იცინის).
სერიოულად რომ ვთქვათ, მე ვიცი და მჯერა, რომ “ლოკომოტივისთვის” შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით კი საშინაო არენაზე. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – აცხადებს კვირკველია.
მოსკოვის “ლოკომოტივი” ჯგუფის პირველ ტურში “ბაიერ ლევერკუზენს” დაუპირისპირდება გასვლა. შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება.