La Décima – ანუ მეათედ
შაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “რეალმა” “ატლეტიკო” დაამარცხა და ამ ტურნირის მეათედ დაეუფლა.
ეს რა თქმა უნდა, რეკორდია და დიდი ალბათობით ვერცერთი ევროპული გრანდი ვერ შეძლებს “ლოს ბლანკოსს” გადაასწროს ამ მაჩვენებელში.
“რეალი” ყოველთვის იყო და არის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ყოველთვის ახერხებდა პრესტიჟულ ტურნირებზე წარმატების მიღწევას.
როგორც იცით, ამის გამო მადრიდული გრანდი მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდად დაასახელეს.
გავიხსენოთ, ადრეული წლები:
ჩემპიონთა ლიგა 1955 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული, სწორედ რომ “რეალი” იყო. მათ ლიგის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში, “სტეიდ დე რეიმსი” 4:3 დაამარცხეს და პირველ ევროპულ ტიტულს დაეუფლენ. ცნობისთვის, ამ დროს ლიგაზე მხოლოდ 16 გუნდი მონაწილეობდა და გათამაშება პირდაპირ 1/8 ფინალიდან იწყებოდა, ჯგუფური ეტაპები არ ყოფილა.
1955 წლის შემდეგ, “რეალმა” კიდევ ზედიზედ 4-ჯერ შეძლო ამ ტიტულის მოპოვება.1956-ში მათ “ფიორენტინა” დაამარცხეს 2:0, 57-ში “მილანი, 58-ში კვლავ “სტედ რეიმსი”, 60-ში კი “ფრანკპურტი” 7:3. ეს მატჩი დღემდე ითვლება ყველაზე უხვგოლიან ჩემპიონთა ლიგის ფინალად.
ასეა თუ ისე, “რეალს” ზედიზედ 5 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული და ამ რეკორდის მოხსნა წარმოუდგენელია.
1960 წლის შემდეგ, “რეალმა” ზუსტად იმდენივე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რამდენიც მანამდე. 1961 წელს, პირველი გუნდი, რომელმაც შეძლო სამეფო კლუბის ლიგიდან გამოთიშვა “ბარსელონა” იყო. ორი მატჩის ჯამში, კატალონიელებმა 4:3 იმარჯვეს.
ამის შემდეგ, მადრიდელებმა 6 წელი ვერ შეძლეს ლიგის მოგება, 1966 წელს კი მე-6-ჯერ დაეუფლენ ამ თასს. ფრანსისკო ხენტო, ერთადერთი ფეხბურთელია ლიგის ისტორიაში, რომელსაც 6 თასი აქვს მოგებული.
1966 წლის შემდეგ, ზუსტად 32 წელი ელოდა მთელი მადრიდი, კვლავ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას. საბოლოოდ ნავსი, “რეალმა” 1998 წელს გატეხა. ამ წელს, მადრიდელბმა, ფინალში, ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხეს, მინიმალური ანგარიშით. ეს არ იკმარეს, მათ და 2000 წელს მე-8 ლიგის თასიც აღმართეს. აქ “რეალმა” “ვალენსია” 3:0 დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის ორი გუნდი გავიდა, ლიგის ფინალში. ცნობისთვის, “ვალენსიას” გოლები რაულმა, მორიენტესმა და მაკმანამანმა გაუტანეს.
“რეალმა” მე-9 თასი 2002 წელს მოიგო. აქ ისინი “ლევერკუზენს” დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. ალბათ, საფეხბურთო სამყაროს არასდროს დაავიწყდება, ზინედინ ზიდანის გატანილი გოლი გერმანული კლუბის კარში. რაც შეეხება პირველ გოლს, ეს რაულის ანგარიშზე იყო.
და ამ დღის შემდეგ, მადრიდის გულშემატკივარი 12 წელი ელოდა ჩემპიონთა ლიგის აღმართვას და ეს დღეც მოვიდა. La Décima – ანუ მეათედ დაიდო “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლიგის თასი.
უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე დრამატული ფინალი იყო, რაც ოდესმე “რეალს” უთამაშია. მადრიდელები 93 წუთამდე აგებდნენ მატჩს და რომ არა სერხიო რამოსის თავური დარტყმა, საბოლოოდ დათმობდნენ ტიტულს.
თუმცა, რამოსმა ივაჟკაცა და დამატებით დრომდე მიიყვანა საქმე, სადაც “რეალმა” ყველას დაანახა, თავისი ძალა. მათ 30 წუთში 3-ჯერ აიღეს “ატლეტიკოს” კარი და თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მიიყვანეს საქმე.