La Décima – ანუ მეათედ

თარიღი: მაისი 26, 2014

შაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “რეალმა” “ატლეტიკო” დაამარცხა და ამ ტურნირის მეათედ დაეუფლა.

ეს რა თქმა უნდა, რეკორდია და დიდი ალბათობით ვერცერთი ევროპული გრანდი ვერ შეძლებს “ლოს ბლანკოსს” გადაასწროს ამ მაჩვენებელში.

“რეალი” ყოველთვის იყო და არის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ყოველთვის ახერხებდა პრესტიჟულ ტურნირებზე წარმატების მიღწევას.

როგორც იცით, ამის გამო მადრიდული გრანდი მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდად დაასახელეს.

გავიხსენოთ, ადრეული წლები:

ჩემპიონთა ლიგა 1955 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული, სწორედ რომ “რეალი” იყო.  მათ ლიგის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში, “სტეიდ დე რეიმსი” 4:3 დაამარცხეს და პირველ ევროპულ ტიტულს დაეუფლენ. ცნობისთვის, ამ დროს ლიგაზე მხოლოდ 16 გუნდი მონაწილეობდა და გათამაშება პირდაპირ 1/8 ფინალიდან იწყებოდა, ჯგუფური ეტაპები არ ყოფილა.

1955 წლის შემდეგ, “რეალმა” კიდევ ზედიზედ 4-ჯერ შეძლო ამ ტიტულის მოპოვება.1956-ში მათ “ფიორენტინა” დაამარცხეს 2:0, 57-ში “მილანი, 58-ში კვლავ “სტედ რეიმსი”, 60-ში კი “ფრანკპურტი” 7:3. ეს მატჩი დღემდე ითვლება ყველაზე უხვგოლიან ჩემპიონთა ლიგის ფინალად.

ასეა თუ ისე, “რეალს” ზედიზედ 5 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული და ამ რეკორდის მოხსნა წარმოუდგენელია.

1960 წლის შემდეგ, “რეალმა” ზუსტად იმდენივე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რამდენიც მანამდე. 1961 წელს, პირველი გუნდი, რომელმაც შეძლო სამეფო კლუბის ლიგიდან გამოთიშვა “ბარსელონა” იყო. ორი მატჩის ჯამში, კატალონიელებმა 4:3 იმარჯვეს.

ამის შემდეგ, მადრიდელებმა 6 წელი ვერ შეძლეს ლიგის მოგება, 1966 წელს კი მე-6-ჯერ დაეუფლენ ამ თასს. ფრანსისკო ხენტო, ერთადერთი ფეხბურთელია ლიგის ისტორიაში, რომელსაც 6 თასი აქვს მოგებული.

1966 წლის შემდეგ, ზუსტად 32 წელი ელოდა მთელი მადრიდი, კვლავ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას. საბოლოოდ ნავსი, “რეალმა” 1998 წელს გატეხა. ამ წელს, მადრიდელბმა, ფინალში, ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხეს, მინიმალური ანგარიშით. ეს არ იკმარეს, მათ და 2000 წელს მე-8 ლიგის თასიც აღმართეს. აქ “რეალმა”  “ვალენსია” 3:0 დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის ორი გუნდი გავიდა, ლიგის ფინალში. ცნობისთვის, “ვალენსიას” გოლები რაულმა, მორიენტესმა და მაკმანამანმა გაუტანეს.

“რეალმა” მე-9 თასი 2002 წელს მოიგო. აქ ისინი “ლევერკუზენს” დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. ალბათ, საფეხბურთო სამყაროს არასდროს დაავიწყდება, ზინედინ ზიდანის გატანილი გოლი გერმანული კლუბის კარში. რაც შეეხება პირველ გოლს, ეს რაულის ანგარიშზე იყო.

და ამ დღის შემდეგ, მადრიდის გულშემატკივარი 12 წელი ელოდა ჩემპიონთა ლიგის აღმართვას და ეს დღეც მოვიდა. La Décima – ანუ მეათედ დაიდო “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლიგის თასი.

უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე დრამატული ფინალი იყო, რაც ოდესმე “რეალს” უთამაშია. მადრიდელები 93 წუთამდე აგებდნენ მატჩს და რომ არა სერხიო რამოსის თავური დარტყმა, საბოლოოდ დათმობდნენ ტიტულს.

თუმცა, რამოსმა ივაჟკაცა და დამატებით დრომდე მიიყვანა საქმე, სადაც “რეალმა” ყველას დაანახა, თავისი ძალა. მათ 30 წუთში 3-ჯერ აიღეს “ატლეტიკოს” კარი და თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მიიყვანეს საქმე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Bruno Fernandes gets his penalty ❤️#PSGMUN #UCL FOLLOW @LIVESTREAM_102 pic.twitter.com/g7RhxTXnPc — SportCentre (Livestream) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის რეაქცია, როცა გაიგო, რომ პსჟ-სთან მატჩში გუნდს ის უკაპიტნებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. მანჩესტერელებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვენგერი: “ვან პერსის “არსენალში” დაბრუნება სურდა, თუმცა ეს უკვე შეუძლებე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რობინ ვან პერსის შესახებ ისუაბრა. “2012 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” სერხიო რომეროს საჩემპიონთალიგო განაცხადში არშეყვანა წინ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ სერხიო რომეროს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლივერპულის “ევერტონში” განათხოვრების წესით გად...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად და როდის გაიმართება საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიას ფინალი?

8 ოქტომბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ბელარუსს დაუპირისპირდა. მატჩის ბედი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანიმ აღიარა, რომ კარიერის დასრულებასთან იყო ახლოს

ედინსონ კავანი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა, აღიარებს, რომ კარიერის დასრულებასთან [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2021 წლის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწასთან გაასწორ

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩს “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა. “ოცნებების თეატრს” ნაცნობი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. “ბიბისის” ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი კვირა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ოკამპოსის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ. ESPN-ის ცნობით, მათი ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიაზე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელიც მილანის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანური პრესა: უსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში ვიხილავთ

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, უსმან დემბელე, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებასთან ახლოსაა. ინფორმაციას პოპულარული ესპა...
წაკითხვა